კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
19393
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო; საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
დაუდგენელი ფუნქცია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
მესტია
კოორდინატები:
Z:1469.464
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
გუჯი მარგიანის საკუთრებაში არსებული დარბაზ-მაჩუბი მდებარეობს დაბა მესტიაში, ლანჩვალის უბნის მჭიდრო განაშენიანებაში. სამხრეთ-დასავლეთით დაქანებულ რელიეფზე აღმართული დარბაზ-მაჩუბი ზურგისა და დასავლეთის ფასადებით ქვით მოკირწყლულ ფართო ქუჩებზე გამოდის, ხოლო ქვის გალავნით მოსაზღვრულ ეზოში გამომავალი სამხრეთ ფასადი დაბა მესტიის ფართო პანორამულ ხედს გადაჰყურებს. დარბაზ-მაჩუბი ქვის მასიური, თითქმის დაუნაწევრებელი და ყრუდ შეკრული ექსტერიერით იქცევს ყურადღებას. ორსართულიანი დარბაზ-მაჩუბი სწორკუთხა გეგმარების შენობაა, რომლის კედლებიც ორქანობა საბურავის ქვეშაა მოქცეული. ყავრით გადახურული საბურავი, ხის მზიდი კონსტრუქციების ჩათვლით, რეკონსტრუირებულია ისევე, როგორც საყრდენი კედლების ზედა პირები, რომლებიც ახალი, შედარებით ღია ფერის ნალესობით არის დაფარული. მაჩუბი ნაგებია კირ-დუღაბის ხსნარზე, ნახევრად დამუშავებული ყორე ქვით. საპირე წყობა შელესილია კირით, თუმცა ავთენტური ნალესობა ნაწილობრივ არის შემორჩენილი. მოშიშვლებულ საპირე წყობაში დიდრონი ნატეხი ქვის ფილებია ჩართული, რომელთა სიმეტრიული გადანაწილება ამყარებს და აწონასწორებს კედლის კონსტრუქციულ დაწყოლას. დარბაზ-მაჩუბის საფასადო კომპოზიცია, უმთავრესად, სამხრეთის ფასადზე კონცენტრირებულ კარ-სარკმლის ღიობებს, სავენტილაციო ხვრელებსა და თაროს მოიცავს. მაჩუბს ორი შესასვლელი კარი აქვს: ჩრდილოეთის, გზისპირა და სამხრეთ, ეზოსპირა ფასადების. ქვის ფილებით გამოყვანილ საპირეებში ჩასმული შესასვლელებიდან ჩრდილოეთის ორფრთიანი კარი სწორკუთხაა, სამხრეთის ვიწრო, ცალფრთიანი კარი - თაღოვან-ტიმპანიანი გაფორმებით. ეზოსპირა ფასადზე შედარებით ახალი მიდგმული ჩანს მეორე სართულის ხის ფართო, ღია აივანი. ამჟამად ნაგებობა რესტავრირებული და მოვლილია. გარდა ახალი აივნისა, ახალი ხის, რკინით შეჭედილი კარია შებმული ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. დარბაზ-მაჩუბის ინტერიერისა და შიდა კონსტრუქციების ნახვა ვერ მოხერხდა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com