კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
19392
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური ხუროთმოძღვრება/სოფლის საცხოვრისი/ტრადიციული ხალხური კოშკური საცხოვრებელი/სვანური მურყვამიანი (კოშკიანი) სახლი,სათავდაცვო
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სასოფლო-სამეურნეო,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი:
მესტია
დასახლებული პუნქტი:
ჟაბეში
კოორდინატები:
X:326373.710249848 Y:4768275.02723301 Z:1632.383
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
თენგიზ გუჯეჯიანის საკუთრებაში არსებული კოშკი სოფლის ხალვათად განაშენიანებულ უბანში მდებარეობს, საკმაოდ ვრცელ საკარმიდამო ეზოში. ვაკე რელიეფზე აღმართული კოშკი პირვანდელი იერით არის დაცული. კვადრატული გეგმარების, ოთხსართულიანი კოშკის ხედვის არეალს უხეშად არღვევს დასავლეთით მდგომი ორსართულიანი და მაღალი ორფერდა საბურავით გადახურული, ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელიც სანახევროდ ფარავს კოშკს. კოშკი ნაგებია ყორე ქვით და შელესილია კირით. კოშკის ავთენტური ნალესობის კვალი ფრაგმენტულად, თუმცა საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი; კოშკის ქვედა სართულზე უფრო გვიანდელი ნალესობის ფენა ვლინდება. ზუსტი წყობით ამოყვანილი კედლები, რომელთა ზედაპირზე ნაკლებად შეინისნება ბზარები, ორფერდა გადახურვით სრულდება (საბურავი განახლებული და თუნუქით გადახურულია), რომლის ქვეშ დამაგვირგვინებელი სართულის დაკბილულთაღებიანი სალოდეები იკვეთება. სალოდეები ოთხსავე ფასადზე, ტრადიციულად, სამ-სამი თაღით არის წარმოდგენილი; კოშკის თაღოვან ქუდ-გვირგვინზე საფასადო ნალესობა თითქმის აღარაა შემორჩენილი. კოშკის საფასადო კომპოზიცია ძუნწი დანაწევრებით არის წარმოდგენილი - ცენტრალურ სამხრეთ ფასადზე ერტადერთი შესასვლელი კარი და მის თავზე, ერთი სართულის გამოტოვებით, მომცრო, ვიწრო სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი კარი თაღოვანი ფორმისაა, რომლის თაღიც კედლის სიღრმეში ქვების რადიალური წყობით არის გამოყვანილი. კარის თაღოვანი მოჩარჩოების შიგნიდან სწორკუთხა, სადა და უსამკაულო ტიმპანის ფილა ესაზღვრება, რომლის ქვეშაც სწორკუთხა კარის ღიობი იკვეთება. კოშკის შესასვლელი ოთხივე მხრიდნა აივნის ხის კოჭების ბუდეებით არის ფლანკირებული; ქვედა წყვილ ბუდეში დღემდე შემორჩენილია ხის კოჭების გადანაჭრები. კოშკის პირველი, ავთენტურად ყრუ კედლები, რომელიც დილეგის დანიშნულებით გამოყენებოდა, ამჟამად, სამხრეთ კედელში გაჭრილი მაღალი, თაღოვანი კარით არის გაფორმებული. სიმეტრიის ღერძს აცდენილი კარი, როგორც ჩანს, ახალი დამატებულია, ხოლო პირველი სართულის ინტერიერი სამეურნეო საწყობად გამოიყენება. კოშკის პირველი სართულის გვიანდელი კარი უხეშ და გაუმართლებელ ავთენტურ დარღვევას წარმოადგენს. თენგიზ გუჯეჯიანის კოშკი მაღალი მხატვრული და ურბანული ღირებულების მატარებელია, რომელთა დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია სოფლის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com