კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ძველი შუამთა
სარეგისტრაციო ნომერი:
18794
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>სამნავიანი ბაზილიკა>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>სამნავიანი ბაზილიკა>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
კომპლექსი მე-5-მე-6 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
თელავი
დასახლებული პუნქტი:
ვარდისუბანი,თელავი
კოორდინატები:
X:533664.920600542 Y:4639948.62822956
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
მონასტრის ეკლესიებიდან ყველაზე ადრინდელია სამნავიანი ბაზილიკა. იგი მონასტერთან მისასვლელი გზიდან, დანარჩენებზე წინ დგას, მათგან სამხრეთით, თარიღდება მე-5 ს-ით. ნაგებობა მცირე ზომისაა (10,9 მ - 8,8 მ). ნავები ერთმანეთისგან გამიჯნულია სწორკუთხა ბოძების ერთი წყვილით, რომლებსაც გრძივი მიმართულებით გადაყვანილი, ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. სამხრ. და ჩრდ. ნავები დაკავირებულია მათივე მსგავსი და ტოლი სიმაღლის ნავით, რაც ბაზილიკის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს. შენობა ნაგებია თანაბარი ზომის, რიყის ქვით, რომლებიც დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვან რიგებად. გარეთა კუთხეები და ყველა კონსტრ. ელემენტი ნაწყობია მოყვითალო შირიმის, თანაბარი ზომის კვადრებით. სამსაფეხუროვანი ლავგარდანიც გამოკვეთილია ერთ შირიმის ქვაში. შუა ნავი, გვერდით ნავებთან შედარებით, ოდნავ (დაახ. 2 მ-ით) მაღალია. აღმ-ით დასრულებულია გეგმით ნახევარწრიული, ორი საფეხურით შემაღლებული საკურთხევლის აფსიდით. საკურთხეველი ნავის დანარჩენი სივრცისგან გამიჯნული იყო, მოგვიანებით აგებული სამმალიანი კანკელით. საკურთხევლის ცენტრში დგას მოზრდილი, ოთხწახნაგა ტრაპეზი. ნავი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. იგი ეყრდნობა ორ, საბჯენ თაღს. მათგან ერთი, ნავის შუაშია, გადაყვანილია პილასტრიდან პილასტრზე, ხოლო მეორე - დას. კედელთან. თაღებს აქვს შირიმის პროფილირებული, მცირე დახრის მქონე, შეზნექილზედაპირიანი იმპოსტები. შუა ნავი სამი, მცირე ზომის თაღოვანი სარკმლითაა განათებული. ერთი აღმ-ითაა - საკურთხეველში. ხოლო ორი - სამხრ-ით. გვერდითი ნავები ვიწრო დერეფნებივითაა. სამხრ. და ჩრდ. ნავების აღმ. კედელში თითო, სწორკუთხა სარკმელია. გრძივი კედლების აღმ. ბოლოში კი - თითო სწორკუთხა ნიშა. გარედან ყველა ნავს თითო შესასვლელი აქვს. სამივე შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან თარაზული, დიდი ქვის ზღუდარი ჰხურავს.სამხრ. და ჩრდ. ნავები გადახურულია შირიმის ფილებით ნაწყობი, ნახევარცილინდრული კამარით. დას. ნავის კამარა კი რიყის ქვისაა. სამხრ. და ჩრდ. ნავების კამარები დას. ნავისგან გამიჯნულია საბჯენი თაღით. ბაზილიკის ჩრდ. შესასვლელის წინ, სავარაუდოდ, ეკლესიის თანადროული კარიბჭეა. საშენ მასალად აქაც რიყის ქვა და შირიმია გამოყენებული. კარიბჭე გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კარიბჭის აღმ. დას. კედლებში თით, ღრმა, ნახევარწრიული თაღით გადახურული უბეა. როგორც ჩანს, თავდაპირველად კარიბჭე გადახურული იყო ორფერდა სახურავით. 1939-1940 წწ. რესტავრაციის დროს კარიბჭის სახურავის ფორმა შეცვალეს - შუა ნაწილი ორკალთა სახურავით გადახურეს, უბეები კი - ცალკალთა სახურავით. გვიანდელი მინაშენი ბაზილიკას, მთელ სიგრძეზე, სამხრეთიდანაც ჰქონდა. იგი გაყოფილი იყო სამ ნაწილად. შუა, მაღალ ნაწილს, დამოუკიდებელი, ორკალთა სახურავი ეხურა, დანარჩენი ნაწილები კი, ერთკალთა სახურავით იყო გაადახურული. მინაშენის შუა ნაწილი, სამხრეთით, გახსნილი იყო განიერი, მაღალი თაღით, რ-იც მოგვიანებით ამოუშენებიათ და სწორკუთხა კარი მოუწყვიათ. შიგნით კარიბჭის სამივე ნაწილი გადახურული იყო კამარით. გვერდითი ნაწილების კამარების დასაყრდნობად ბაზილიკის სამხრ. კედელზე მიშენებული იყო თაღები, რომლებიც მას წყობით არ უკავშირდებოდა. ბაზილიკა გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com