კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ძველი შუამთა/ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
18793
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ტეტრაკონქი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ტეტრაკონქი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-5-მე-7 სს


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
თელავი
დასახლებული პუნქტი:
ვარდისუბანი,თელავი
კოორდინატები:
X:533678.553400542 Y:4639969.78952956
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
დიდი გუმბათოვანი ტაძრის ჩრდ-აღმ-ით, სამიოდე მ-ში, დგას მეორე, ამ ეკლესიაზე თითქმის ორჯერ უფრო მცირე ზომის, გუმბათიანი ეკლესია, რ-იც დიდი, გუმბათოვანი ეკლესიის გამარტივებული ვარიანტია და შესაძლოა იმავე ხუროთმოძღვრის აგებული იყოს. საშენი მასალა აქაც იგივეა - რიყის ქვა და შირიმი. ნაგებობაში უგულებელყოფილია კუთხის ოთახები და ბემები აფსიდების წინ. შიგნით ესაა ტეტრაკონქი, სადაც აფსიდები ერთმანეთისაგან წრიული მოხაზულობის ნიშითაა გამიჯნული. ეს ნიშები იმდენად მცირეა (დიამ. 60 სმ), რომ მათში ადამიანი ძლივს ეტევა. ამ ნიშების თავზე კამარაა, რომელსაც გუმბათის სეგმენტის ფორმა აქვს. შემდგომ მცირე "შუბლი", უფრო ზემოთ კი კუთხის ტრომპია. ტრომპების მეშვეობით ხდება გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა. გუმბათის ყელში ოთხი, მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი. კიდევ ერთი სარკმელი საკურთხევლის აფსიდშია. თითოეული სარკმლის თაღი ნახევარწრიულია. საკურთხეველი ოდნავ შემაღლებულია, ტრაპეზი სარკმლის ქვემოთ, კედელზეა მიყრდნობილი. აღმ. ნაწილში, როგორც ჩანს, საძვალე, ან სამარხია. ერთადერთი კარი სამხრეთითაა. მასაც, შიგნიდან და გარედან, ნახევარწრიული თაღი ჰხურავს. გუმბათქვეშა თაღებს, რიყის ქვებით გამოყვანილი, თაროსებრი იმპოსტები აქვს. გარედან, სარკმლებს ზემოთ, გუმბათის ყელი მნიშვნელოვან სიმაღლეზე გრძელდება და დასრულებულია ქვის მრუდხაზოვანი პროფილის ლავგარდანით. მის ზემოთ საკმაოდ მაღალი, რვაწახნაგოვანი, კარვისებღი სახურავია. გუმბათის ძველ და ახალ სახურავებს შორის ცარიელი სივრცეა. გუმბათის ყელი და სახურავი გამოყვანილია კვადრ. აგურით. შიგნიდან გუმბათოვანი კამარის ცენტრ. ნაწილი აგურითაა ნაწყობი, რაც შეკეთებისშედეგს წარმოადგენს (არა უგვიანეს მე-15 ს.). ტაძრის შიგნით შემორჩენილია ნალესობა, მაგრამ მოხატულობის კვალის გარეშე. ეკლესიის ყოველი ფასადის შუა ნაწილში, გუმბათქვეშა კვადრატის გლუვი კედლიდან, გამოშვერილია ხუთ წახნაგში ჩაწერილი აფსიდა. აფსიდებს შორის კი, ცენტრ. კვადრატის კუთხეებში არსებული, წრიული ნიშების შესაბამისი, სწორკუთხა შვერილებია. მათ ზემოთ, უკან, რვაწახნაგოვანი გუმბათის ყელია. იგი დასრულებულია ქვის მაღალი ლავგარდანით, რ-ის პროფილს თარო, წრეთარგი და ლილვი წარმოადგენს. ეკლესიას, აღმ. ნაწილის თავზე, შემორჩენილი ჰქონდა ძველი ლავგარდანის ნაშთები. 1939-1940 წწ, სარემონტო სამუშაოების დროს, ძველი ლავგარდანი აგურის სამსაფეხუროვანი ლავგარდანით შეცვალეს. ამავე დროს, ტაძრის ირგვლივ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების დროს, ჩრდ. შვერილის ცენტრ. წახნაგის წინ გამოჩნდა ქვითკირისკედლებიანი სწორკუთხა ორმო, რომელიც წახნაგის ქვეშ არსებულ, დაახლოებით 1 მ სიგრძის კამაროვან შეღრმავებას უკავშირდებოდა. შიგნით ამ შეღრმავების უკანა კედლის დას. ნაწილში, მოწყობილია ვიწრო, დაბალი თაღი - ეკლესიის ქვეშ არსებულ საძვალეში შესასვლელი(?).


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com