კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
18188
სახეობა:
არქეოლოგიური,არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის/აბანო,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
ფუნქციის გარეშე; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის/აბანო,


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
გურია
მუნიციპალიტეტი:
ოზურგეთი
დასახლებული პუნქტი:
ოზურგეთი
კოორდინატები:
X:251688.942771361 Y:4645536.81052663 Z:100
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
პირველად აბანოს ნაშთები აღმოაჩინეს 1957 წელს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რესტორან „იზაბელას „ მშენებლობის დროს. ძეგლი მიეკუთვნება სავარაუდოდ გვიან ანტიკურ ან ადრე ფეოდალურ ხანას. ნაშთები კვლავ გამოვლინდა 2012 წელს იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს. ძველი აბანოს ნაშთები სავარაუდოდ 400 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. აბანო შედგება ანფილადური განლაგების ოთახებისგან: გასახდელი, ცივი, თბილი და ცხელი აბანო და საცეცხლე განყოფილება. შენობის გეგმა წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სამხრეთითაა მოქცეული ცხელი აბანო, რაც მზის მზის სითბოს გამოყენებით უნდა აიხსნას. ოზურგეთის აბანო, ისევე როგორც საქართთველოში აღმოჩენილი სხვა აბანო ორ სართულიანია. ზედა სართული ეთმობა სააბაზანო აუზებს. უკეთაა შემორჩენილი ქვედა სართული-გათბობის სისტემა. გასახდელი შენობის ჩრდილოეთ ნაწილშია და მოკლე დერეფნით უკავშირდება ცივ აბანოს, რომელიც სიმეტრიულად განთავსებული სამი აბაზანისგან შედგება. ქვედა სართულინ ნაგებია თიხის აგურისგან, ხოლო აბანოს საძირკველი და კედლები ნაგებია რიყის ქვისგან კირ-დუღაბზე. მიწის ზედაპირიდან კარგად ჩანს აბანოს ღუმელი თაღოვანი გადახურვით. ჩრდილოეთით ჩანს კედლის ნაგებობაში დათანებული თიხის მილები, რომლის დიამეტრი 10-12 სანტიმეტრი სეიძლება იყოს. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მეორე იარუსში აღმოჩნდა სააბაზანო იატაკი, რომლის ზედაპირი მოყვითალო-მოვარდისფრო ხსნარით არის დაფარული. ნაგებობის ძირითად ერთად გამოყენებულია რიყის ქვა. თბილი აბანოს იატაკი გაწყობილი იყო ქვიშა-ქვის ფილებით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. აბანოს ნაშთები ისტორიკოსმა ნინო ხოშტარიამ შეისწავლა, თუმცა სრულად შესწავლა არ მომხდარა. აბანოს ჩრდილოეთ ნაწილი დაზიანდა ბულდოზერის მიერ იუსტიციის სახლის მშენებლობისას 2012 წ, ხოლო სამხრეთ ნაწილი 1957 წლის სამუშაოებისას იყო დაზიანებული.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com