კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
”კვირაცხოვლის” ეკლესია
სარეგისტრაციო ნომერი:
17719
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო/საეკლესიო ნაგებობაზე მიდგმული სამრეკლო ; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/ჩახაზული ჯვრის ტიპი,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო/საეკლესიო ნაგებობაზე მიდგმული სამრეკლო ; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/ჩახაზული ჯვრის ტიპი,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღების დიაპაზონი:
1810-1820 წწ.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ალი
კოორდინატები:
X:388103.569229967 Y:4660368.35063325 Z:767
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
”კვირაცხოვლის” ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. გუმბათოვანია (14.35X10.62მ.), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით, კედლის დასავლეთ მონაკვეთში. ეკლესიის შიდა სივრცეს ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავები სხვადასხვა სიღრმისაა: სამრეთ და ჩრდილოეთ მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით ღრმაა, აღმოსავლეთისა აფსიდით და ბემით მთავრდება. გუმბათქვეშა კვადრატი საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გრძივი კედლების ნახევარწრიული თაღები პილასტრების იმპოსტებსა და გუმბათქვეშა ბურჯებზე გადადის. აფსიდში და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში - 12. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს ღრმა თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით პატარა სწორკუთხა სათავსებია - სადიაკვნე და სამკვეთლო. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. სადიაკვნის სამხრეთ კედელში სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისაში პატარა ნახევარწრიული ნიშია. ამ სათავსში აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. ორივე სათავსი დასავლეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა კარით ეკლესიის დარბაზს უკავშირდება. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადზე, კედელში დატანებულ ქვიშაქვის კვადრებზე - რელიეფური ხელი. აქვეა მხედრული სამშენებლო წარწერაც. ცილინდრული გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. წახნაგებს შორის თაღოვან შეღრმავებებში გაჭრილია სწორკუთხა სარკმლები. წახნაგების წიბოებს ერთმანეთთან თაღებით დაკავშირებული მსხვილი ლილვები დაუყვება. თაღებს ზემოთ შემორჩენილია ორი რელიეფური ჯვარი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com