კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17705
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-9-მე-10 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
IX-Xსს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ბრილი
კოორდინატები:
X:385108.000134521 Y:4661135.00051817
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
”ღვთისმშობლის” ეკლესია სოფლიდან ჩრდილოეთით, 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, დიდი წიფლისა და ნამყენების ღელეების მაღალ წყალგამყოფ სერზე, ციხის დანგრეული გალავნის აღმოსავლეთ კიდეში. დაზიანებულია: დანგრეულია კამარა, კონქისა და ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, სამხრეთ კედელი აფსიდის მხართან, ამოცვენილია საპირე ქვების დიდი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა (შემორჩენილია არქიტრავის ბუდეები). ეკლესია დარბაზულია (6.2X5მ.), ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება მკაცრადაა დაცული. ეკლესიის აფსიდის ნაწილი გალავნის სწორკუთხა შვერილზეა აგებული, ხოლო დასავლეთ მონაკვეთი, რომელიც გალავნის შიგნითაა მოქცეული, ქვიშაქვის ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილია დაბალი თაღით გადახურული სარკმელი. რომლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთით შემორჩენილია საკურთხევლის კონქის თაღის თაროთი და შეწყვილებული ლილვით შედგენილი იმპოსტი. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრეთის და დასავლეთის კედლებშია. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით გაყოფილია ორ ნაწილად. შემორჩენილია სამხრეთის პილასტრი და თაროთი და ორი შეწყვილებული ლილვით შედგენილი იმპოსტი. გრძივი კედლების ნაწილებიდან დასავლეთისა ორნახევარჯერ მეტია აღმოსავლეთისაზე და შემოფარგლულია კედლის დეკორატიული თაღით, რომელიც დაყრდნობილია პროფილირებულ კრონშტეინებზე. დარბაზის დასავლეთ კედლის შეკიდული საბჯენი თაღი ასეთივე კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე გრეხილი ლილვით მოჩარჩოებული თაღოვანი სარკმელია. შესასვლელი თაღოვან შეღრმავებაშია. მისი მოჩუქურთმებული საპირის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის შესასვლელთან აღმოჩენილ იქნა ქვიშაქვის ფრაგმენტი ასომთავრული წარწერით, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით IX-Xსს-ით თარიღდება. ფრაგმენტი ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com