კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17698
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო>; რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო>; რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-18-მე-19 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII-XIXსს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
დიდი ბეკამი
კოორდინატები:
X:380323.999776557 Y:4650354.00051953
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სავანეთის წმ. გიორგის ეკლესია სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე მდებარეობს. თარიღდება XVIIIს-ით, XIXს-ში შეკეთებული და გადაკეთებულია. დასავლეთის კედელი გადაწეულია დასავლეთით და შენობა დაგრძელებულია. აღმოსავლეთის კედელზე დაშენებულია სამრეკლო. ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით ჰქონია მინაშენები, რომლებიც ეკლესიის შიდა სივრცეს ფართე თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდებოდნენ. 1940-იან წლებში მინაშენები ამოუნგრევიათ და გასასვლელები ამოუშენებიათ. შემორჩენილია ჩრდილო მინაშენის მცირე ფრაგმენტი. 1980წ. ეკლესია შეაკეთეს და ბეტონის ორფერდა სახურავით გადახურეს. ეკლესია დარბაზულია (13.8X5.2მ.), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და აგურით. აქვს ორი სწორკუთხა შესასვლელი, დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ,,კოვზისმაგვარი" კონქით გადახურული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის გვერდებზე ორი მცირე თაღოვანი და ორი დიდი სწორკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. სამხრეთის პარალელურწირთხლებიანი ფართე სწორკუთხა სარკმელი გადაკეთებულია. ეკლესიის დარბაზის შეისრული კამარა ოთხ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთის თაღი საკურთხევლის აფსიდის სატრიუმფო თაღის დანიშნულებას ასრულებს. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა. ფასადები შელესილია. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია შეღრმავებული ჯვრები. სამხრეთ ფასადზე სარკმლის თავზე აგურის ორსაფეხურიანი ფრიზით დასრულებული პატარა სწორკუთხა ნიშია. ამავე ფასადზე სარკმლის ღიობის კვალი ჩანს. სამრეკლო ოთხ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი და დასრულებულია პირამიდული სახურავით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com