კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17697
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
დიდი ყელეთი
კოორდინატები:
X:396224.000316516 Y:4646866.00032889
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ლაღიჯვრის ეკლესია და სამრეკლო სოფლიდან სამხრეთ-დასავლეთით, გორაკზე მდებარეობს. დაზიანებულია: დანგრეულია ეკლესიის კამარა, აფსიდის კედელი და სამხრეთიდან მიშენებული სამრეკლოს ნაწილი. ეკლესია დარბაზულია (10.5X6მ.), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, შემორჩენილია კარის წირთხლის ნაწილი. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი შეისრული სარკმელი და ორი ასეთივე ნიშია. ერთი შეისრული სარკმელი დასავლეთითაა. სარკმლის ქვეშ თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივი კედლები სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად იყო დაყოფილი. აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ორი მონაკვეთი, რომლებშიც თითო სარკმელია. ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია სამრეკლო, რომლის I სართული ეკლესიის კარიბჭე იყო. ამ სართულს სამხრეთით თაღოვანი შესასვლელი ჰქონია, შემორჩენილია მხოლოდ წირთხლის წყობა და თაღის ქუსლის ნაწილი. კარიბჭის აღმოსავლეთ კედელში ფართე ნიშია, დასავლეთ კედელში - II სართულზე ასასვლელი კიბე. I სართულს აგურის კამაროვანი გადახურვა ჰქონია, შემორჩენილია მცირე ნაწილი. II აგებულია ქვიშაქვით კვადრატულ ბაქანზე, იგი ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით იყო გახსნილი. შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კუთხის სვეტები და თაღის ქუსლის ნაწილი ჩრდილო-დასავლეთის სვეტზე. ეკლესია დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომლის ფრაგმენტი შემორჩენილია სამხრეთ კედელზე.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com