კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17660
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
კრისხევი
კოორდინატები:
X:388445.000146476 Y:4647269.00010889
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ეკლესია ძველი ჭეშმარიტი დგას სოფლის სასაფლაოზე, გზის პირას, ფერდობზე. ეკლესია დარბაზულია (9.6X6მ.), ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვითა და შირიმის ქვით. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები სამხრეთითა და დასავლეთითაა (ამოქოლილია). ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელია დანარჩენ სამ კედელშიც. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ნიშის თავზე პატარა სამალავია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. ფასადის გრძივ კედლებზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის თითო ქვა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com