კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17653
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-18-მე-19 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XVIII-XIXსს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ნაბახტევი
კოორდინატები:
X:389498.999630453 Y:4657574.99994425
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ეკლესია დედაღვთისა მდებარეობს სოფლის მახლობლად, სამხრეთით, ხელოვნურად მოვაკებულ ფერდობზე, სასაფლაოზე. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას (5X3.8მ.), ნაშენია ნატეხი ქვით და ქვიშაქვით, განახლებული ნაწილები, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონები და ჩრდილოეთ სარკმლის წირთხლები აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს შიგნიდან სამი ქვისაგან შედგენილი ტრაპეციული გადახურვა აქვს, ხოლო გარედან არქიტრავული. ოთხკუთხა საკურთხევლის ბაქანი 0.5მ-ითაა ამაღლებული. მის აღმოსავლეთ კედელში, რომელიც ბლაგვი კუთხით უერთდება ჩრდილოეთ კედელს, ერთ ვერტიკალზე ორი სარკმელია გაჭრილი. ქვედა თაღოვანია, ზედა - პატარა და კვადრატული. საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში თაროა. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართე სარკმელია (ამჟამად შემინულია). დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. დასავლეთ ფასადზე კარის არქიტრავზე გამოსახულია ჩაღრმავებული აყვავებული ჯვარი. ჯვრის მარჯვნივ სომხური წარწერაა, ხოლო მარცხნივ - სამი პატარა ჯვარი: ფასადის ზემო ნაწილშიც ერთი ჯვარია გამოსახული. ეკლესია სომხურია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com