კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17637
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1893 წ.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
რბონა
კოორდინატები:
X:381115.999836351 Y:4646394.00012016
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
”წმ. გიორგის” ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300-400მ-ზე. აგებულია 1893წ. ალექსანდრე გვარამაძის მიერ. აღმოსავლეთ კედელი და გრძივი ფასადები მიწაყრილითაა დაფარული. ეკლესია დარბაზულია (6.35X4.5მ.), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. მისი აღმოსავლეთ ნაწილი მთის ფერდობშია შეჭრილი. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის კედლები უშუალოდ ერწყმის გრძივ კედლებს. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში, აფსიდთან ახლოს თაღოვანი ნიშია. ბრტყელი ზღუდარით გადახურული პარალელურწირთხლებიანი ერთადერთი სარმელი დასავლეთითაა. დარბაზი ხის კამარითაა გადახურული, საკურთხეველი - ხის კონქით. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის არქიტრავზე გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი. არქიტრავის მარჯვნივ სამსტრიქონიანი სამშენებლო წარწერაა.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com