კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17630
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/სამრეკლო; რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ტეზერი
კოორდინატები:
X:379183.999721008 Y:4650343.00042632
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ხახუტის ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე. დარბაზულია (13.5X8მ.), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით, კამარა, კონქი და საბჯენი თაღები ხისაა. თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა (ამოქოლილია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართე თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში ორ-ორი, ხოლო დასავლეთისაში ერთი ასეთივე სარკმელია. აფსიდში სარკმლის მარცხენა მხარეს ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი შემაღლებულია და შუაში ნახევარწრიული არდაბაგი აქვს. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - პატრონიკეზე ასასვლელი ხისავე კიბე. დარბაზის გრძივი კედლების თაღები პილასტრების თაროსებრ კაპიტელებს ეყრდნობა, კამარა - შეკიდულ საბჯენ თაღებს. ეკლესიის იატაკზე ქვის კვადრებია მოგებული. ინტერიერი შელესილია. ფასადებზე შესასვლელები და სარკმლები მუქი ბაზალტის ქვითაა ნაწყობი. სამხრეთის შესასვლელს შემოვლებული აქვს პროფილირებული ჩარჩო. კარის არქიტრავზე გამოყოფილია მცირე სამკუთხედი, რომლის თავზე ხატის ჩასადგმელი თაღოვანი ნიშია. მსგავსი ნიშია კარის მარჯვნივ, 1მ-ის სიმაღლეზე. შენობა დასრულებულია წრეთარგითა და ლილვით შედგენილი ლავგარდნით. მოგვიანებით ეკლესიისათვის მიუშენებიათ სამრეკლო, სამშენებლოდ გამოყენებულია ლითონის კონსტრუქციები. სამრეკლო დაზიანებულია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com