კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17628
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ქემფერი
კოორდინატები:
X:384514.999640104 Y:4655389.00028101
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ლუბრუმის ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2კმ-ზე, ნასოფლარ ლუბრუმის სასაფლაოზე. დარბაზულია (9.8X5.5მ.), ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. 1981-82წწ. ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა და რკინა-ბეტონის ბრტყელი სახურავით გადახურა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით აქვს. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან ერთ მთლიან ქვაში ამოკვეთილი დაბალი თაღი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია (გადაკეთებულია). სარკმლის ორივე გვერდზე თითო პატარა ნიშია (ჩრდილოეთისა თაღოვანია, სამხრეთისა - სწორკუთხა). ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია (გადაკეთებულია). დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფოდა. პილასტრების პირველ საფეხურსა და დასავლეთ და აღმოსავლეთ კუთხის პილასტრების იმპოსტებს ეყრდნობოდა კედლის დეკორატიული თაღები, ხოლო გრძივი კედლების პილასტრების მეორე საფეხურს - კამარის საბჯენი თაღები.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com