კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17625
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ქვიშხეთი
კოორდინატები:
X:374607.169697893 Y:4647642.13382941
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
"წმ. გიორგის ეკლესია" დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 300-400მ-ზე, ადგილ ფერისცვალებაზე. ეკლესია დაზიანებულია, შემორჩენილია 1.8მ. სიმაღლის კედლები და საკურთხევლის კედლის ნაწილი. ეკლესია დარბაზულია (8.5X6.2მ.), ნაგებია ძირითადად თლილი შირიმის კვადრებით, ნაწილობრივ მუქი ფერის ქვიშაქვით, წყობა სწორხაზოვანია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურული იყო მუქი ქვიშაქვის ბრტყელი ზღუდარით, რომლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ფართე ნახევარწრიულ აფსიდში ჩრდილოეთით მარტივი რელიეფური თავსართით მორთული პატარა ნიშია. საკურთხეველი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი თაღით იყო დარბაზისაგან გამოყოფილი. ამ პილასტრების და დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთ ფასადზე შესასვლელს გლუვი ლილვებით შემკული საპირეები აქვს. კარის ღიობი დასრულებულია შირიმის ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი შირიმისავე სადა არქივოლტით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com