კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
17620
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
წაბლოვანა
კოორდინატები:
X:383459.999885234 Y:4657937.00035704
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
”წმ. გიორგის” ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, ფერდობზე. დარბაზულია (10.2X6.8მ.), ნაგებია ნატეხი ქვით და თლილი კირქვით, კამარა, კონქი და გადახურვა ხისაა. შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა (ამოშენებულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე ასევე თაღიანი ნიშებია. თითო თაღიანი სარკმელია ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით (კარის თავზე). საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და არდაბაგი ეკვრის. საკურთხეველი ეკლესიის დარბაზისაგან გამოყოფილია აფსიდის მხრებზე დაყრდნობილი ხის სატრიუმფო თაღით. დასავლეთით ხის პატრონიკეა, რომელზეც ხის კიბე ადის. დარბაზის კამარა შიგნიდან შეფიცრულია. იატაკზე არაწესიერი მოხაზულობის ბაზალტის დიდი ზომის ფილებია მოგებული. სამხრეთ ფასადზე კარს და ტიმპანს შემოვლებული აქვს ნახევარწრიული რელიეფური ლილვი. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვეროსთან, ქვის სწორკუთხოვან ფილაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com