კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ციხე მოდინახეს კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
17040
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ციხე
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-17 ს. ბოლო, მე-18 ს. დასაწყისი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
საჩხერე
დასახლებული პუნქტი:
საჩხერე
კოორდინატები:
X:368602.000316678 Y:4689729.00045742
კოორდინატების სიზუსტე:
დასაზუსტებელია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
10/10/2013
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
03/171
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
11/05/2018
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
N219 დადგენილება


მოკლე დახასიათება:
ციხე აგებულია მაღალი მთის ქიმზე. სამხრეთიდან ფრიალო კლდითაა დაცული, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კი დამრეცი ფერდობებით. მისასვლელი გზა დასავლეთიდანაა, შემდეგ ჩრდილოეთით უვლის და აღმოსავლეთი მხრიდან ადგება ციხეს. ციხე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. ციხე ქიმის რელიეფს მიუყვებოდა. შედგებოდა ორი ნაწილისგან: ქვედა ციხე და ზედა ციხე (ორ ტერასაზეა განლაგებული). ციხეს ერთი შესასვლელი ჰქონდა აღმოსავლეთიდან, რომელთანაც მისასვლელად კლდეში გამოკვეთილი იყო კიბეები. ქვედა ციხე შედგებოდა: 1. აღმოსავლეთის ორი სწორკუთხა ზემოთკენ შევიწროვებული კოშკისგან, რომლებიც გალავნის აღმ. კედლის კიდეებში იდგა. მათგან ჩრდილოეთის კოშკის პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებდა; 2. სამხრეთის კედლის შუაში ჩადგმული მართკუთხა კოშკი-სასახლისგან; 3. სამხრეთ-დასავლეთ კიდეში მდგარი სწორკუთხა, ზევითკენ შევიწროვებული კოშკისა და ჩრდილო-დასავლეთის მრგვალი კოშკისგან; 4. ეზოში მდგარი კარის დარბაზული ეკლესიისგან და 5. ღია მარნისგან. ზედა ციხე მოიცავდა სამხრეთის და ჩრდილოეთის ყრუ კედლებს, რომლებიც გრძელდებოდა ქვედა ციხის დასავლეთის კოშკებიდან და დასავლეთის ბოლოში ერთმანეთს უერთდებოდნენ ერთი ზურგიანი, ზემოთკენ შევიწროვებული კოშკით. კოშკები სამ და ოთხსართულიანები ყოფილა. კედლებში დატანებული ქონდა სათოფურები და თაღჩები. კოშკების ნაწილს (მაგალითად, ზედა ციხის ზურგიან კოშკს), შესასვლელი მეორე სართულის დონეზე ქონდა, მეორე ნაწილს პირველ სართულზე. ყველაზე დიდი ქვედა ციხის სამხრეთ კედელში ჩართული კოშკია, რომელიც იმავე დროს, სასახლის დანიშნულების უნდა ყოფილიყო. კოშკები მეტ-ნაკლებადაა გალავნიდან გაწეული. ყველაზე მეტად ჩრდილოეთის კედელში ჩართული მრგვალი კოშკია გარეთ გაზიდული (თითქმის მთლიანად გარეთაა გაწეული). გალავნის კედლები ორნაწილიანია. ქვედა ნაწილი ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში გასდევს ვიწრო სარბენი ბილიკი და კედლებში ჩართულია სათოფურები. კარის ეკლესია დარბაზულია. დარბაზი კვადრატულია, აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ღრმა აბსიდი ერთვის. აბსიდის ღერძზე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი. შესასვლელი დასავლეთიდან ქონდა. ქვედა ციხის ეზოში მდებარეობდა ღია მარანი და მიწაში ჩაშენებული წყლის რეზერვუარი. ციხის აშენებასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა: პაპუნა წერეთელს მოწონებია აბაშიძის ქალი, მაგრამ თავადს მისთვის უარი შეუთვლია - უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ გავატანო. პაპუნა წერეთელს ქალის მოსაპოვებლად მთაზე ციხე აუგია და შეუთვლია სასიმამროსთვის მოდი და ნახეო. აქედან მოდის ციხის სახელიც. ვახუშტი ბატონიშვილი ციხეს მაგარს მტრისგან უბრძოლველს უწოდებს. ამ თავდაცვისუნარიანობის გამო იყო, რომ მოდინახეს ციხეში 1766 წ. ოსმალთა შემოსევის დროს თავს აფარებდა იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ოჯახთან ერთად. მოდინახეს ციხე წერეთლების საკუთრება იყო, მაგრამ 1967 წლიდან მათ ციხე მეფეს გადასცეს, თუმცა მალე ისევ წერეთლებმა დაიბუნეს და ბოლოს პაპუნა წერეთელს დარჩა. 1810 წლისთვის მოდინახეს ციხე რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ იმერელთა თავშესაფარი იყო, მაგრამ აჯანყების დამარცხების შემდეგ აქ რუსის ჯარი ჩადგა. ციხის ქვემოთ, მთის სამხრეთ ფერდზე 1966-1970 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღ. ჯ. ნადირაძე) გამოვლენილია ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარების კვალი კერამიკული ნაწარმით, საბრძოლო იარაღითა და იატაკის ნაშთით. აქვე შესწავლილია ადრეანტიკური, ელინისტური და გვიანანტიკური ხანის სამარხები. გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. გვიანანტიკურიდან მოყოლებული მთელი შუა საუკუნეების მანძილზე აქ ადამიანის აქტივობის კვალი ჯერ-ჯერობით დაფიქსირებული არ არის.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com