კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
16467
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური,
თარიღების დიაპაზონი:
მე-13 ს-მე-14 ს


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ნინოწმინდა
დასახლებული პუნქტი:
განძანი
კოორდინატები:
X:395098.307598313 Y:4578482.86523116
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნათალი კვადრებით. გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქვა. სამხრეთის მხარეს ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. კედლები დასრულებულია მარტივი, თაროსებრი ლავგარდნით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი გარედან არქიტრავითაა დასრულებული, შიგნიდან თაღოვანია. კარებებს გარედან მარტივი ლილვების თაღოვანი მოჩარჩოება აქვს. დასავლეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში ერთიან ქვაში გაჭრილი თითო სარკმელია. დასავლეთის და სამხრეთის სარკმლებს სწორკუთხა საპირე შემოსდევს, აღმოსავლეთისას კი - თაღოვანი. აბსიდა ნახევარწრიულია. კონქი აბსიდისწინა პილასტრებზე გადასულ თაღს ებჯინება. ასეთივე, ორსაფეხურიანი პილასტრებია გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კიდეში. მათზე გადასულ თაღებს კამარა ეყრდნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია. პილასტრის კაპიტელები პროფილირებულია. ტაძარს ორი საამშენებლო წარწერა აქვს. ერთი შესრულებულია სამხრეთი კარის თავზე და ასე იკითხება: „ქ. ღვთივ გვირგვინოსანი მეფობაი გიორგისი, ღალქარნი და სამეფო დაიფარენ დედაო ყოველთა მხსნელისაო“. მეორე წარწერა სამხრეთ ფასადზეა შესრულებული: „ქრისტე ღმერთო, ადიდე ორთავე ცხორებათა მანდატურთუხუცესი შალვა ძითა და ძმითა. მათგან ცოცხალთა ვაშენეთ მეორე წმიდაი ესე საყდარი ჩუენ ნიკოლაძეთა. შალვას მონასა მანგლაფას მეოხ ექმენ ღმერთო ყოველთაო. საყდარი დედისა ღმრთისაი“.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com