კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
16465
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-10 საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი:
ახალქალაქი
დასახლებული პუნქტი:
ბუზავეთი
კოორდინატები:
X:380679.999821373 Y:4586698.00002659
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ეკლესია დარბაზულია სამხრეთის ეკვდერით. ნაგებია თლილი ქვით. აღმოსავლეთით შვერილი, სამწახნაგა აბსიდია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს (დასავლეთის ამჟამად ამოშენებულია და სარკმლადაა გადაკეთებული). აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია. აბსიდა ნახევარწრიულია. მისი კონქი მხრებზე გადასულ თაღს ებჯინებოდა. აბსიდის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ნიშია. დარბაზის შუაში ერთი წყვილი პილასტრია, რომლიდან გადასულ თაღს კამარა უნდა დაყრდნობოდა. ტაძარს სამხრეთიდან მოკლე და დამოუკიდებელი ეკვდერი აქვს. მასაც შვერილი სამწახნაგა აფსიდი აქვს, რომლის ღერძზე ერთი სარკმელია. ასევე ერთი სარკმელია სამხრეთის კედელში. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ეკვდერის ნახევარწრიული აბსიდა მხრებითაა გამოყოფილი. მხრებში სხვადასხვა სიმაღლეზე ორი კაპიტელია ჩადგმული. ზედა კაპიტელებზე კონქის საბჯენი თაღი გადადიოდა. ეკლესიის მორთულობას კართა არქიტრავებზე ყურძნის მტევნებით დამშვენებული ჯვრების რელიეფებია მოცემული. ეკლესიას შეკბილული კარნიზი ქონია. ტაძარს გარშემოუყვება ქვის მშრალი წყობით ნაგები გალავანი, რომელშიც ჩადგმულია სტელების სვეტები და ბაზისები. ბაზისებზე ბოლნური ჯვრისა და ლოტოსის გამოსახულებებია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com