კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
16172
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო >>ციხე>
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სხვა>,სათავდაცვო >>ციხე>
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს. ; შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-10-მე-18 სს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
იმერეთი
მუნიციპალიტეტი:
ხარაგაული
დასახლებული პუნქტი:
ვახანი
კოორდინატები:
X:361941 Y:4645139 Z:871
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
ობიექტი სტატუსის გარეშე
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ისტორიულ სოფელ ვახანის ზემოთ მდებარე ამავე სახელწოდების მთის მისადგომთან, მაღალ ბორცვზე აღმართული შესანიშნავი საფორთიფიკაციო ნაგებობა - ვახანის ციხე, კომპაქტური სტრუქტურით, ფაქტურულად დამუშავებული მაგარი ჯიშის კლდის ქვის დამახასიათებელი წყობით, თუ მძლავრი, ოთკუთხა კოშკის აგებულებით ადრეული ხანის საუკეთესო ციხე-სიმაგრეთა ჯგუფში ექცევა და მათ შორის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად გვევლინება. ვახანის ციხე დაარსებიდან მე-19 ს-მდე, საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ფუნქციონირებდა და ჩართული იყო ისტორიულ ქარტეხილებში. ციხე და მისი მიმდებარე ადგილები აბაშიძეთა მფლობელობაში ყოფილა. 1711 წელს ვახუშტი აბაშიძის მიერ ქართლის მეფის ვასალობის აღიარების შემდეგ ვახანის ციხე და მისი მიდამოები ქართლის სამეფოს საზღვრებში შესულა. ბოლო სასტიკი ბრძოლა ვახანის ციხესთან 1785 წელს, ომარ-ხანის მრავალრიცხოვან ლაშქართან შეტაკებისას მომხდარა და ჩანს, მის მერე დაზიანებული ციხე აღარც აღუდგენიათ. მიუხედავად გალავნის კედლების, ბურჯების, ეკლესიისა, თუ სხვა ნაგებობათა მეტ-ნაკლები დაზიანებისა, ციხე-სიმაგრის სიმძლავრე, მასშტაბურობა, მონოლითურობა, სტრატეგიული გამართულობა და მაღალი სამშენებლო ხელოვნება ძალუმად საგრძნობი და შთამბეჭდავია. ამ ადგილებში გადიოდა მნიშვნელოვანი ისტორიული გზები. მათ შორის ვახანის ციხე იცავდა ლიხის მთიდან გადმომავალ ერთ-ერთ გზას. ვახანის ციხე კლდოვან კონცხზე დაშენებული, ზურგის მხრიდან შედარებით სწორი, ხოლო დანარჩენი მხარეებიდან ოვალური ტერიტორიის შემომფარგლავი სხვადასხვა ზომის, მრგვალბურჯებიანი, ძალიან მაღალი ზღუდით არის გარედან შემოფარგლული. ციხის ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ნანგრევებად ქცეული დარბაზული ეკლესიის ნაწილობრივ დაცულ ჩრდილოეთის კედელს კედლის თაღის ფრაგმენტები და ორსაფეხურიანი პილასტრი აქვს შემორჩენილი. ქვე, მიწაზე გდია კარის არქიტრავის ქვა ზედ ორმაგი ხაზის ამოღარვით გამოყვანილი ტიმპანისებრი თაღით, რომელშიც ჯვარია ამოკვეთილი. ციხის ნაგებობათაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი და შედარებით უკეთ დაცული ზღუდეზე მიდგმული დიდი ზომის, გეგმით კვადრატული დონჟონი, მთავარი კოშკია, რომელსაც ციხის ეზოს შუა, სამხრეთის მხარე უკავია. კოშკის სწორკუთხა შესასვლელი მაღალი ჩაკირული სართულის ზემოთაა განთავსებული, მიუდგომელ სიმაღლეზე, სადაც ჩანს, მისადგმელი კიბით ხდებოდა ასვლა. უხეშად დამუშავებული, კუთხემოგლუვებული და ზედაპირამობურცული მოზრდილი კვადრების მჭიდრო წყობით ნაშენი მაღალი კედლები და განსაკუთრებით შემტკიცებული, შედარებით მსხვილი ქვებით ამოყვანილი კუთხეები ციხის ამგებ-დამგეგმავთა სამხედრო და სამშენებლო საქმეში დიდ დახელოვნებაზე მეტყველებს. ქვის ასეთივე წყობაა გამოყენებული ციხე-სიმაგრის ძირითად კედელ-ბურჯებზე, მხოლოდ ცალკეულ ნაწილებში შეინიშნება წვრილი და დაუმუშავებელი ფლეთილი ქვით შესრულებული შემდგომი აღდგენები, რაც ციხის ძირითადი სტრუქტურის ადრეულობაზე მიუთითებსს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com