კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
12209
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
1915 წელი.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ზემო ბროლოსანი
კოორდინატები:
X:389871.22 Y:4663802.27
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით, წმ. გიორგის ეკლესიიდან 50მ-ზე. დაზიანებულია. შეკეთების დროს სარკმლები ამოუშენებიათ, დასავლეთიდან მიდგმული სამრეკლო დაუნგრევიათ და ეკლესიის კედლების ქვედა ნაწილები შეულესავთ. ეკლესია დარბაზულია (17.7X9.3მ.), ნაგებია აგურით, ნატეხი ქვიშაქვითა და ხით. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით (ამოქოლილია) თაღოვანი შესასვლელები აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ფართე და მაღალი შიგნიდან თაღოვანი სარკმელი. ორ-ორი ასეთი სარკმელია სიმეტრიულად განლაგებული ჩრდილოეთით და სამხრეთით. დარბაზის გრძივი კედლები უშუალოდ ერწყმის აფსიდს. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში ფართე სწორკუთხა ნიშია. დასავლეთით ხის პატრონიკეა, რომელიც დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით სამრეკლოს უკავშირდებოდა. ფასადების კიდეებში სწორკუთხოვან ბაზისებზე მდგარი ფართე პილასტრებია, რომლებიც დასრულებულია აგურით ნაწყობი საფეხურებიანი კაპიტელებით. ფართე სწორკუთხა სარკმლები გლუვზედაპირიანი ქვის ჩარჩოებშია ჩასმული. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი. შენობა დგას ქვიშაქვის რუსტებად დამუშავებულ ცოკოლზე და დასრულებულია აგურის საფეხურებიანი ლავგარდნით.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com