კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
12207
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
XIXს-ის ბოლო მეოთხედი


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ქაშვეთი
კოორდინატები:
X:383124.999829476 Y:4645376.00025731
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფ. ქაშვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 500მ-ზე, სასაფლაოზე. აგებულია სურამელი ჯობაძეების მიერ. ეკლესია დარბაზულია (12.8X7.2მ.), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით, კამარა და კონქი ხისაა. სამხრეთით და დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელები აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში ზღუდარით გადახურული ფართე სწორკუთხა სარკმელია დანარჩენ სამ კედელშიც. აფსიდის კედლები დარბაზის გრძივ კედლებს უშუალოდ ერწყმის. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით ერთი. ასეთივე მცირე ზომის ნიში სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. საკურთხეველი, რომლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და წინ წაკვეთილკუთხეებიანი არდაბაგი აქვს, დარბაზისაგან გამოყოფილია ხის კანკელით. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ხის კამარა და კონქი შეღებილია მწვანედ. იატაკზე მოგებულია ქვიშაქვის კვადრები. ფასადებზე შემორჩენილია შელესილობის კვალი. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი მორთულია სამი ლილვით შემოსაზღვრული კბილანების მოტივით და არქიტრავზე გადაყვანილი თაღით, რომელსაც რელიეფური ჯვარი ადგას. თაღის ქვემოთ, ლილვით შემოხაზული წრის ორივე მხარეს პატარა ანგელოზებია გამოსახული. დანარჩენ თავისუფალ არეზე სამშენებლო წარწერაა. დასავლეთის ფასადზე სარკმლის ზემოთ ფრონტონზე ქვიშაქვის წყობაში გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ლილვით მოჩარჩოებული კარის არქიტრავზე ამოკვეთილი წაწერის მიხედვით, მშენებლობისათვის ფული შეუწირავს ვინმე პეტრე აბაიძის ქვრივს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com