კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
12205
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური/საეკლესიო ნაგებობა/უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები/დარბაზული ეკლესია,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
გვიანი შუა საუკუნეები


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
პატარა ფლევი
კოორდინატები:
X:391144.04 Y:4661309.55
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
სამყვირალოს წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 3კმ-ზე, ადგილ სამყვირალოზე. გადმოცემით, საჭიროების დროს აქედან საყვირებით უხმობდნენ ახლო მდებარე სოფლების მცხოვრებლებს. ეკლესია დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი, დანგრეულია გრძივი კედლების უმეტესი ნაწილი და დასავლეთ კედლის ფრონტონი. ეკლესია დარბაზულია (8.6x5.3მ.), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვიშაქვით. ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთის - შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია ქვიშაქვის დიდი არქიტრავით (2.5x1.2მ.); სამხრეთის შესასვლელისაგან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის წირთხლი და თაღის ქუსლის წყობა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში და დასავლეთ კედლის კუთხეებში ორსაფეხურიანი პილასტრებია.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
მუზეუმი
ქმედება

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com