კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
12204
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს./ახალი ისტორია _ მე-19 ს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-19 საუკუნის ბოლო


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
დიდი ფლევი
კოორდინატები:
X:392745.67 Y:4658640.08
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
წმ. გიორგის დიდი ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. დაზიანებულია, ხის კამარა და კონქი არ არის შემორჩენილი. ეკლესია დარბაზულია (14.6X8.7მ.), ნაგებია თლილი კირქვით, ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა (ამოშენებულია). კარები შიგნიდან აგურის თაღებითაა გადახურული, გარედან კირქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მოზრდილი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის გვერდებზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. აფსიდის მხრებით დარბაზისგან გამოყოფილი საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია და წინ არდაბაგი ეკვრის. გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ყველა სარკმელს აგურით ამოყვანილი ნახევარწრიული თაღი აქვს. გრძივ კედლებზე წყვილი პილასტრია, დასავლეთით - კუთხის პილასტრები. დასავლეთის ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი. ეკლესიას ხის კონსტრუქციის ორფერდა სახურავი აქვს.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com