კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ხინოს სამონასტრო კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
11889
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./განვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-10 საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
აჭარა
მუნიციპალიტეტი:
ქობულეთი
დასახლებული პუნქტი:
ხინო
კოორდინატები:
X:257048.226974892 Y:4623856.30276146
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
ხინოს კომპლექსის ძირითადი ნაგებობაა მთავარი ტაძარი. ნაგებობამ ჩვენამდე დანგრეული სახით მოაღწია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება. ამდენად, ძნელია მის ზედა ნაწილებზე მსჯელობა. გეგმაზე იგი წარმოადგენს ბაზილიკური ტიპის ნაგებობას. მთავარი ნავი განიერია და ორი პილასტრით ნაწევრდებოდა. გვერდითი ნავები ძალიან ვიწროა და მთავარი ნავისგან გამოყოფილია კედლებით. გვერდითი ნავები თავისთავად სამ მონაკვეთად არის გაყოფილი - აფსიდის კუთხეებში და მის დასავლეთით ორი გრძივი სადგომით. ამ სადგომებში მოხვედრა მთავრი ნავიდან იყო შესაძლებელი პატარა კარით. თაღი შემორჩენილია მხოლოდ აფსიდის ჩრდილოეთ სადგომის შესასვლელთან. ეკლესია ნაგებია მოზდრილი ზომის ნახევრადდამუშავებული კვადრების სწორი რიგებით. უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური გეგმის ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად არის ცნობილი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
  • მთავარი ნავი

  • დასავლეთი ფასადი

  • ინტერიერი. ჩრდილოეთი კედელი

  • სამხრეთი ფასადი

  • აფსიდის ჩრდილოეთი სადგომი

  • ჩრდილოეთი ფასადი

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com