კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


კომპლექსური ძეგლის სახელწოდება:
ძველი შუამთა/ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი
სარეგისტრაციო ნომერი:
11790
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ტეტრაკონქი>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>გუმბათიანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>ტეტრაკონქი>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./ადრე შუა საუკუნეები მე-4-მე-9სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-7 საუკუნე


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
კახეთი
მუნიციპალიტეტი:
თელავი
დასახლებული პუნქტი:
ვარდისუბანი,თელავი
კოორდინატები:
X:533668.2851403 Y:4639959.1594
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
ძველი შუამთის მონასტრის ამ უნიკალურ ანსამბლში რიყის ქვით ნაგები სამი ეკლესია შედის. მათგან უძველესი V საუკუნის ბაზილიკაა, მცირე და დიდი გუმბათიანი ტაძრები კი VII საუკუნეს მიუკუთვნება. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დიდი გუმბათიანი ტაძარის XVI საუკუნის დაზიანებული სახურავის ქვეშ ძველი, VII საუკუნის გადახურვა გამოჩნდა. შედეგად, მოიხსნა გვიანდელი გადახურვა და აღდგა თავაპირველი წყობა, ინტერიერში დაიგო ახალი იატაკი. დღეისათვის მონასტერი მთლიანადაა რეაბილიტირებული. დიდი გუმბათიანი ეკლ. გეგმით და საერთო აგებულების მიხედვით, მცხეთის ჯვრის ტაძრის მინიატურული გამეორებაა, თუმცა მისგან რამდენადმე განსხვავდება. ეკლ. აგებულია მოზრდილი, საკმაოდ სწორი ფორმის, რიყის ქვების თარაზული რიგებით. გარე კუთხეები ამოყვანილია შირიმის, დიდი, მოგრძო კვადრებით. ეკლესიის გეგმის საფუძველს წარმოადგენს ტეტრაკონქი (ეკლ. გარეთა ზომები ღერძებზე: სიგრ. 11,5 მ, სიგ. - 9 მ). შენობის ოთხივე კუთხეში განლაგებულია გეგმით სწორკუთხა სათავსები, რ-ებიც გუმბათქვეშა სივრცეს, მის კუთხეებში განლაგებული, ღრმა, გეგმით წრიული მოხაზულობის ნიშებით უკავშირდება. გუმბათქვეშა კვადრატის ავზე აღმართულია შიგნიდან წრიულ, ხოლო გარედან რვაწახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა ხორციელდება ტრომპების სისტემით, რ-ებიც გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში, ნიშების ზემოთ, ორ რიგად არის განთავსებული და გუმბათქვეშა კვადრატის თავზე წესიერ რვაკუთხედს ქმნის. ტრომპები დაყრდნობილია გუმბათქვეშა თაღებზე. აფსიდების, ბემების, და გუმბათქვეშა თაღების ქუსლებთან გამოყოფილია შირიმის ქვის დაბალი, თაროსებრი იმპოსტები - პატარა , შეზნექილი, მრუდი ზედაპირით თაროს ქვემოთ. ტაძარი ხუთი, თაღოვანი სარკმლითაა განათებული. ერთი საკურთხეველშია, დანარჩენები კი - გუმბათის ყელში. ყველა სარკმლის თაღი ნახევარწრიულია. საკურთხევლის სარკმელი გარედან მორთულია შირიმის ქვისგან გამოკვეთილი, ნალისებრი ფორმის თაღით - ჰორიზ. გადანაკეცებით ქუსლებთან. ეკლესიის ორივე შესასვლელი, ერთიანი ქვის ზღუდით, თარაზულედ არის გადახურული. საკურთხევლის სარკმლის და ტაძრის ჩრდ. შესასვლელის მალის სიგანე მოგვიანებით აგურის წყობით შეუმცირებიათ. საკუთხევლის ნაწილი შემაღლებულია სამი საფეხურით. საკურთხევლის შუაში დგას რიყის ქვით ნაწყობი, კუბური ფორმის ტრაპეზი - მცირე ნიშით აღმ. წახნაგში. საკურთხეველი, დანარჩენი სივრცისგან გამიჯნული იყო მოგვიანებით აგებული, ქართულ და ძერძნულ წარწერიანი კანკელით (ამჟამად აღარ არსებობს). კუთხის სათავსებს, სამხრ-ჩრდ. მიმართულებით, ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხა ფორმა აქვს. შესასვლელების პირდაპირ თითო სარკმელია. სარკმელები და შესასვლელები ერთიანი ქვის ზღუდით თარაზულადაა გადახურული. აღმ. სათავსებში, აღმ. კედელზე მიყრდნობილია თითო, ოთხწახნაგა ტრაპეზი. ყველა კუთხის ოთახში, გარდა სამხრ-დას-ისა, არის თითო, მცირე ზომის ნიშა. სათავსები გადახურულია ქვის თხელი ფილებით - წყობის ყოველი მომდევნო რიგის გადმოშვებით. ეკლესიის ძირითადი, ცენტრ. სივრცე მოხატული იყო - გუმბათი, ტრომპები, საკურთხეველი და დანარჩენი სამი მკლავის კონქები. ფერადოვანი ლაქები ჩანს ასევე სხვა ადგილებში (ჩრდ. მკლავის აფსიდის კედელზე, ჩრდ.აღმ-ით ზედა ნაწილში, გუმბათქვეშა კვადრატის აღმ. კედლის ჩრდ. მხარეს), მაგრამ მკლავების მთელი ზედაპირი მოხატული არ ყოფილა. გუმბათში წარმოდგენილი ყოფილა ჯვრის ამაღლება, გუმბათის ყელში კი თორმეტი წინასწარმეტყველის გამოსახულება. კონქში და ნაწილობრივ აფსიდის კედელზე გამოსახულია ქრისტეს დიდების დიდი ზომის კომპოზიცია. აფსიდის კედელზე წარმოდგენილია ეკლესიის ექვსი მამა, მათ შორის კი გამოსახული იყო ხატი მანდილისაი. მოხატული იყო, აგრეთვე, ეკლესიის კანკელი. 1980 წელს მხატვრობას ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ, მომდევნო წლებში ისევ დაზიანდა. ეკლესიას ჩრდ. მხრიდან, ფასადის აღმ ნაწილზე მიშენებული აქვს მცირე, გეგმით სწორკუთხა ეგვტერი. გარედან იგი შემოსაილია თანაბარი სიმაღლის, თარაზულ რიგებად დაწყობილი, შირიმის კვადრებით. შესასვლელი დას-იდან აქვს, ეკლესიის ჩრდ. შესასვლელზე მიდგმული კარიბჭიდან (დანგრეულია). ეგვტერი აღმ. და ჩრდ-იდან განათებულია ორი მცირე ზომის სარკმელით. ეგვტერის კედლები დასრულებულია შირიმის, მაღალი, პროფილირებული ლავგარდანით. მოხატული იყო ეკლესიის ჩრდ. შესასვლელთან აგებული კარიბჭეც. მხატვრობის კვალია შერჩენილი ეკლესიის ჩრდ. კედელზე, შესასვლელის ახლოს და ამავე ფასადზე მიშენებული ჩრდ. ეგვტერის დას. კედელზე, კარიბჭის მხრიდან. შესასვლელის თავზე გამოსახულია ვედრების კომპოზიცია. ეკლესიას, სამხრ-დას. კუთხის ოთახზე დას-იდან მიდგმული მინაშენის გარდა, კიდევ ერთი მინაშენი სამხრ-იდან ეკვროდა, რ-იც ეკლესიასა და ბაზილიკას შორის იყო მოთავსებული. გარედან, ოთხივე აფსიდი სამწახნაგა შვერილით სრულდება, შვერილების გვერდებზე მოწყობილია ნიშები - სამკუთხა აღმ. და დას. ფასადებზე და სწორკუთხა - სამხრ. და ჩრდ. ფასადებზე. ამ ნიშებით შვერილები მათ გვერდზე არსებული კუთხის ოთახებისგან არის გამიჯნული. აფსიდების შვერილებს და კუთხის ოთახებს დამოუკიდებელი გადახურვა აქვს. გუმბათი გარედანაც ნახევარსფეროს ფორმისაა, გაშლილძირიანი. გუმბათის ყელს საფეხუროვანი ლავგარდანი აქვს. ამ ეკლესიიდან, მე-19 ს-ის ბოლოს, ჩამოტანილი იყო მოჩუქურთმებული, ხის კარი წარწერით (ამჟამად ინახება შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com