კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
10652
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ცალკე მდგომი კოშკი
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
სათავდაცვო /ცალკე მდგომი კოშკი
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღი (წელი, საუკუნე, ათასწლეული):
მე-18 ს.


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი:
ხაშური
დასახლებული პუნქტი:
ხაშური
კოორდინატები:
X:384211.86 Y:4650345.43
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე


მოკლე დახასიათება:
კოშკი დგას წყაროს ქ. N2-ში. აგებულია XVIIIს-ში, რესტავრირებულია 1959წ., სპეციალური სარესტავრაციო საწარმო სახელოსნოს მიერ. ოთხსართულიანი კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 9მ.). ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა, მიწიდან 3მ. სიმაღლეზე. კარი თაღოვანია, მისი საპირეები ქვიშაქვისაა. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდება. I სართულს ნიშები და 6 სათოფური აქვს. II სართულზე 6 ნიშია, თითოეულში - ორ-ორი სათოფური; ჩრდილოეთით ბუხარი და ორი სარკმელია. III სართულზე 8 ნიშია, თითოეულში - ორ-ორი სათოფური. სამხრეთითა და ჩრდილოეთით ბუხრებია. IV სართულზე სათოფურები და ოთხი ნისკარტა სალოდეა. აქ აივნებზე გასასვლელი სამი კარია - აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით (შემორჩენილია აივნების ძელების ბუდეები). კოშკის ფასადზე, შესასვლელის თავზე, აგურის წყობაში ცისფერი მოჭიქული ქვებით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვარი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com