კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი


სარეგისტრაციო ნომერი:
10048
სახეობა:
არქიტექტურის
თავდაპირველი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო>>გალავანში ჩართული სამრეკლო კარიბჭეთი>; რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ამჟამინდელი ფუნქცია, ტიპი:
რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო>>გალავანში ჩართული სამრეკლო კარიბჭეთი>; რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია>,
ისტორიული/კულტურული პერიოდი:
შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს./გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
თარიღების დიაპაზონი:
მე-16 ს-მე-17 ს


სახელმწიფო:
საქართველო
რეგიონი:
გურია
მუნიციპალიტეტი:
ოზურგეთი
დასახლებული პუნქტი:
ჯუმათი
კოორდინატები:
X:250404.8497 Y:4657459.1569
კოორდინატების სიზუსტე:
სწორია


სტატუსი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსის მინიჭების თარიღი:
30/03/2006
სტატუსის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
სტატუსის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
3/133
კატეგორია:
ეროვნული
კატეგორიის მინიჭების თარიღი:
07/11/2006
კატეგორიის მიმნიჭებელი ორგანიზაცია:
საქართველოს პრეზიდენტი
კატეგორიის მინიჭების დოკუმენტის ნომერი:
665


მოკლე დახასიათება:
კომპლექსი შედგება მთავარანგელოზის ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნისაგან. 1. მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა გაზიდული ნახევარწრიული აბსიდით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს, ასევე კარი ყოფილა ჩრდილოეთის კედელშიც, რომელიც ახლა ამოქოლილია. აბსიდაში სამი განიერი და არქიტრავული სარკმელია გაჭრილი, სამხრეთის მხარეს - 3, ჩრდილოეთის კედელში -2, დასავლეთის კედელში კი -1. ტაძარი დასრულებულია ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდნით. აბსიდა დარბაზისგან მხრებითა და მათზე ყრდნობილი თაღითაა გამოყოფილი, რომლის თავზეც მაღალი ბემაა გაკეთებული. გრძივი კედლები სამი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელთაც კამარის საბჯენი თაღები ეყრნობა. პილასტრებს შორის დეკორატიული თაღებია მოცემული. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკი ქვაფენილია. ტაძარში შემონახულია XVI-XVII სს. ფრესკები. ჩრდილოეთის კედლის ერთ თაღში დიდი ზომის მთავარანგელოზის გამოსახულებაა, დანარჩენ ნაწილებში კი წარმოდგენილია მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების ამსახველი სცენები. ჩრდილოეთის კედელზე გურიელის მთავრის მეუღლის გამოსახულებაა დაცული, მის მოპირდაპირედ სამხრეთ კედელზე კი - გურიის მთავრის (როგორც ჩანს ქტიტორები უნდა ყოფილიყვნენ). ტაძარს ჩრდილოეთიდან უნდა ქონოდა ეკვდერი, რომლის მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის ნაშთია შემორჩენილი. მეცხრამეტე საუკუნეში ტაძარს სამხრეთიდან ღვთისმშობლის სახელობის ეკვდერი მიაშენეს. 1904 წ. კი დასავლეთ კედელზე მიადგეს ორსართულიანი ფანჩატუროვანი სამრეკლო. 2. სამრეკლო ორსართულიანი ნაგებობაა. აშენებულია კირქვის ნატეხი ქვით. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს. თაღით გახსნილია სახმრეთ-ჩრდილოეთის ღერძზე. მეორე სართული თაღოვანი სამრეკლოა. კარიბჭის შუაში დიდი ზომის ნატეხი ქვით ნაგები კვარცხლბეკია გაკეთებული. კარიბჭის კუთხეებში ქვის ჩაშენებებებია გაკეთებული (კონტრფორსის ვარიანტი?). 3. კომპლექსს გარს შემოსდევს ქვის გალავანი.


უძრავი ძეგლი/ობიექტი
მოძრავი ძეგლი/ობიექტი
კედლის მხატვრობა
ქვაზე კვეთილობა
დამცავი ზონა
მუზეუმ-ნაკრძალი
ქმედება
დოკუმენტაცია

 კომენტარი უკან 
×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com