კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი გამტარებელი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე. სააგენტო აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ 11 მუზეუმ-ნაკრძალსა და 4 მუზეუმს:

  1. დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
  2. ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  3. პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  4. სამშვილდისა და კლდეკარის მუზეუმ-ნაკრძალი
  5. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
  6. უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  7. ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  8. დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი
  9. ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
  10. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  11. გრემის მუზეუმი
  12. ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმი
  13. სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი
  14. უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალი
  15. მუცოს მუზეუმ-ნაკრძალლი

მუზეუმ-ნაკრძალები, მათში შემავალი სამოქმედო არეალებით, ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავენ და თავის მხრივ, აერთიანებენ კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვან სპექტრს: არქეოლოგიურ, არქიტექტურულ, ეთნოგრაფიულ და სხვ. უძრავ/მოძრავ ძეგლებსა და ობიექტებს, რომელთა დაცვა, შესწავლა, პრეზენტირება და ა.შ. მუზეუმ–ნაკრძალების უმთავრესი ფუნქციაა. ისინი ანხორციელებენ მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალში არსებული ძეგლების/ობიექტების ინვენტარიზაციას, დოკუმენტირებას, მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და შეფასებას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ ინფორმაცია საბოლოო სახით თავს იყრის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის მონაცემთა ბაზებში, საიდანაც აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეში, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ფორმით არის განთავსებული.

კულტურული მემკვიდრეობის ერთიან მონაცემთა ბაზას ადმინისტრირებას უწევს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახური - გის კომპლექსური მონაცემთა ბაზის მართვის ჯგუფი.

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com