კულტურული მემკვიდრეობის
გის პორტალი

კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა კომპლექსური ბაზის და გის პორტალის შექმნას, განვითარებას და მართვას ახორციელებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახური - გის კომპლექსური მონაცემთა ბაზის მართვის ჯგუფი. ამავდროულად ჯგუფი არ არის პასუხისმგებელი პორტალზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე.

რას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალი?

კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა გის პორტალი წარმოადგენს ერთიანი, კომპლექსური სისტემის შემადგენელ ნაწილს და მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე/ობიექტებზე, მასთან დაკავშირებულ დამცავ ზონებზე, კედლის მხატვრობაზე, ქვაზე კვეთილობაზე და ამასთანავე მოძრავ კულტურულ ფასეულობებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან სხვადასხვა მუზეუმებში და მუზეუმ-ნაკრძალებში.

გის პორტალზე ასევე განთავსებულია ერთიანი კომპლექსური გეომონაცემთა ბაზის შექმნის პერიოდში მონაცემთა ბაზების გაერთიანებისას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოში მანამდე არსებული სხვადასხვა ფორმატის ფაილების, პროექტებისა და ბაზების მონაცემები.

სისტემა იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ინტერაქტიულ რეჟიმში შეივსოს და განახლდეს ინფორმაციით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შესახებ.

გის პორტალის შექმნის ისტორია

გის პორტალი შეიქმნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს RiksAntikvaren-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე დაგეგმილი სამწლიანი პროექტის, „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის და გის პორტალის შექმნა“(2013-2016 წწ), ფარგლებში და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის მართვის ინტეგრირებულ სისტემას, რომლის დანიშნულებაა ცენტრალურ და რეგიონულ მართვის სტრუქტურებსა და მასთან დაკავშირებულ უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის ამ მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა.

პროექტზე მუშაობდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახური და შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი".

პროექტს საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ამ ეტაპიდან კულტურული მემკვიდრეობის გეოინფორმაციული სისტემების (GIS) განვითარება საქართველოში ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის პრაქტიკულ მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის მიერ

2010-წლიდან, პირველი საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელება დაიწყო გეოსაინფორმაციო სისტემების განვითარების წინმსწრებმა პროექტმა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის არქივის დიგიტალიზაცია“. პარალელურად, ნორვეგიული მხარე გეგმაზომიერად მუშაობდა ქართველ სპეციალისტებთან გეოსაინფორმაციო სისტემების ნორვეგიული მოდელის შესწავლის და პროექტის ახალი ეტაპის მომზადების მიმართულებით.

გის პორტალზე მუშაობის პროცესში გაანალიზებულ იქნა ევროპის მოწინავე ქვეყნების, მათ შორის დანიის, ბრიტანეთის, ა.შ.შ-ს და სხვა, გამოცდილება მსგავსი მიმართულებით, გაიმართა არაერთი სამუშაო ვიზიტი და კონსულტაცია ნორვეგიელ ექსპერტებთან.

იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა თუმანიშვილი

სამუშაო ჯგუფი იდეის განვითარებისა და სტრუქტურის შექმნის ეტაპზე:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ანხორციელებენ კომპლექსური გეომონაცემთა ბაზის განვითარებას და ადმინისტრირებას:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამსახურების წარმომადგენლები მიმართულებების მიხედვით, რომლებიც თანამშრომლობდნენ პროექტთან მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე:

კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტები, რომლებიც მუშაობდნენ საინფორმაციო სისტემების სამსახურთან კოორდინაციით კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური მონაცემთა ბაზის პროგრამული ველების ჩამონათვლის შექმნაზე:

გის და IT სპეციალისტები შპს ”გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკი”- დან:

ნორვეგიელი ექსპერტები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას პროექტის განხორციელების პროცესში, მის განვითარებასა და კონსულტირებაში:

დარგობრივი ინსტიტუციები, რომლებთან თანამშრომლობით გაანალიზდა მათ ხელთ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციის ფორმები:

გის პორტალის შესაძლებლობები და მიზნები

კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სივრცითი და ატრიბუტული მონაცემები წარმოადგენს მნიშვნელოვან მასალას კულტურული მემკვიდრეობის მკვლევარებისთვის და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებისთვის. კულტურულ მემკვიდრეობის საბაზისო მონაცემების გამოქვეყნება გის პორტალის სახით საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაეცნოს, შეისწავლოს და გაანალიზოს ეს ინფორმაცია. გის პორტალი ხელს შეუწყობს არსებული მონაცემების დაზუსტებას, შევსებას და ახალი ობიექტების გამოვლენას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ საჭიროებს ინვენტარიზაციას და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხების შევსებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გის პორტალზე ინფორმაციის მუდმივად განახლების პროცესთან.

გის პორტალის მეშვეობით დაინტერესებული პირი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია:

ამასთან, პორტალის მეშვეობით ნებისმიერ, კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული ძეგლებისა და ახლად გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ.

×

კულტურული მემკვიდრეობის   გის პორტალი




Input symbols

საქართველო, თბილისი 0105
თაბუკაშვილის ქ.#5
ტელ./ფაქსი +995 32 932411;
ელ-ფოსტა: sainformaciosistemebi@gmail.com